შორენა თეთრუაშვილის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი – საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მათივე განცხადებით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.