შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.

საპატრიარქოს გავრცელებულ კადრებში პატრიარქის დაბადების დღეზე შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის სიახლოვეს იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, გაუკეთდა თუ არა ილია II-ს ტესტირება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.