შსს აცხადებს, რომ ყველა მძევალი თავისუფალია – ყვარელში სპეცოპერაცია გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყვარელში საქართველოს ბანკიდან ყველა მძევალი გათავისუფლდა. თავდამსხმელი ბანკის შენობაში იმყოფება, სამართალდამცავები კი სპეცოპერაციას აგრძელებენ.

შსს ასევე ადასტურებს, რომ თავდამსხმელი თანხას ითხოვს და ის შეიარაღებულია.

ბანკზე თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა 12 ადამიანი. ის 3 საათზე მეტია საქართველოს ბანკის ფილიალშია შეჭრილი.