შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ნამახვანის აქციაზე მედიის წარმომადგენელს დროშის ტარი ჩაარტყა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 1986 წელს დაბადებული ა.ქ დააკავეს მედიაჰოლდინგ Georgian Times-ის თანადამფუძნებელს დროშის ტარი ჩაარტყმისთვის.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსის ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს –  1994 წელს  დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო”. – წერია განცხადებაში.

შსს–ს ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს