შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის კიდევ 107 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 107 ადამიანი დაჯარიმდა.

სამინისტროს ცნობით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა.

ასევე, 16 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

გარდა ამისა, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სამართალდამცავებმა 1 პირი დააჯარიმეს, ხოლო მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის – 4 ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება.