შსს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რუსული და ბელარუსული კომპანიის სისტემებს იყენებს – “დროა”

შსს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რუსული და ბელარუსული კომპანიის სისტემებს იყენებს – განცხადებას ამის შესახებ პარტია “დროა” აკეთებს.

“შსს-ს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის მიერ გამოყენებული სამი სისტემიდან, 2 რუსული კომპანია PAPILON -ის შექმნილია. ერთი- ბელარუსული TODESS-ის. PAPILON -ის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები გავრცელებულია რუსულ ძალოვან სტრუქტურებში, ჩრდილოეთ კორეაში, თურქეთში, ინდოეთში, ნიგერიასა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში. კომპანიის სისტემები გამოიყენება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაშიც.

შსს-მ PAPILON -თან თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო ჰაბიდოსკოპიური სისტემა POLYFACE-ის შესყიდვით, რაც 2017-2018 და 2020 წლებში აპლიკაციის განახლებების შესყიდვითაც გაგრძელდა. ბალისტიკური სისტემა ARSENAL ამავე მწარმოებლის მიერ, საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებში 2018 წლიდან გამოიყენება, ხოლო ბელარუსული TODESS-ის თითის ანაბეჭდის სერვისის განახლებები შსს-მ 2013 და 2015 წლებში შეისყიდა.

TODESS-ის ლიცენზიების უმეტესობა თვით ბელარუსიდანვე აქვთ. გარდა ამისა, თითის ანაბეჭდის საიდენტიფიკაციო სისტემებს, ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოებიც იყენებენ.

რაში გამოიყენება პროგრამები:

  • თავშეყრის ადგილების მონიტორინგი [აქციები, მიტინგები]
  • სახის სწრაფი ამოცნობა;
  • იდენტობის ვერიფიკაცია;
  • ბიომეტრიული მონაცემთა ბაზა;
  • თითის ანაბეჭდის ამოცნობა, კლასიფიკაცია, ნიმუშის ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • ნივთმტკიცებების მონაცემთა ბაზა;
  • ადმინისტრაციული კრიმინალისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის შენახვა;

სახის ამოცნობა ხელოვნურ ინტელექტს კრემლი პროდემოკრატიული გამოსვლების ჩასახშობად იყენებს. საგანგაშოა, რომ სამეთვალყურეო ბიომეტრიული მონაცემები ცნობილ კიბერ შავ ბაზარზე ე.წ. PROBIV-ზე იყიდება.

ბიუჯეტიდან რუსული და ბელარუსული კრიმინალისტუკრი სისტემების შესასყიდად მილიონ 360 ათას 576 ლარი გამოიყო. “ – აცხადებენ “დროაში”.