შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით, თანამშრომლები, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

უწყების ინფორმაციით, 14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია