“დღე კეთდება [აქცია], ღამე არა, პროჟექტორების ფონზე და გაწელილი ჩრდილებით. კარგი დადგმული იყო, სხვათაშორის, უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ რამდენიმე ასეული ადამიანი… ეს იციან…

ეს რაღაც შუქჩრდილებით ხალხის გაბევრება, დაწოლილი კადრები და ა.შ. კი არ იქნება, დღისით, მზისით ჩატარდება ყველაფერი და ყველა შეხედავს, რამდენი ადამიანი მივა აქციაზე. ამას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ყველა შეხედავს რეალობაში რა მოხდება იქ და რამდენი ადამიანი იქნება ხვალ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე”

ამბობს მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში ხვალინდელ აქციაზე.