ჩამოყალიბდნენ, ქართულად მეტყველებენ, თუ რას აკეთებენ – ხატია დეკანოიძე “მილი სტებზე”

“უნდა ჩამოყალიბდნენ, ქართულად მეტყველებენ, თუ საერთოდ რას აკეთებენ “- ასე ეხმაურება, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, პროკურატურის განცხადებას,TV პირველის ჩანაწერების შესახებ. დეკანოიძებ განცხადებას, სასაცილო და კარიკატურული უწოდა და აღნიშნა რომ ვერ გაიგო საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა “მილი სტები”

“ადამიანი, რომელიც ახლა პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ ეს ადამიანი, მისი უშუალო უფროსების დავალებით და ზოგადად, პოლიტიკური მართმსაჯულების გავლენით, ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როდესაც ასეთ ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება ფალსიფიცირებულია, თუ არ არის ფალსიფიცირებული, ავთენტურია, თუ არა, ეს ყოველ შემთხვევაში არის იმის დადასტურება, როგორი მართმსაჯულების სიტემა გვაქვს.
ერთი ვერ გავიგე უკაცრავად, მილისტები რას ნიშნავს, ეგ ვერ გავიგე. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ეს სიტყვა სხვა არის, მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ, ქართულად მეტყველებენ, თუ საერთოდ რას აკეთებენ”, — განაცხადა დეკანოიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, “TV პირველის” ეთერში გასული აუდიოჩანაწერებში ნახსენები ფრაზები “მინისტრები” და “ტრი ტრი” სიტყვების მონტაჟის შედეგად არის მიღებული.