ჩახსნეს ამნისტიის და სხვა საკითხები, რაზეც ეშინოდათ ჩვენი გამოსვლების – დეკანოიძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, უმრავლესობამ პარლამენტში დღეს ყველა საკითხი ჩახსნა, რათა მათ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცემოდათ.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს დაგვეწყო საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამნისტიის საკითხი ჩახსნეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩახსნეს სხვა საკითხებიც, რაზეც ეშინოდათ ჩვენი გამოსვლების. ეს არის შიში, რომელიც ყოველწუთიერად ეტყობათ, მათ არ უნდოდათ რომ ნაციონალური მოძრაობა ეხილათ აქ. შესაბამისად, ჩვენ მათ დღის წესრიგს ვერ გავყვებით”,- ამბობს დეკანოიძე.

პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

მელიამ პარლამენტში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ის პარლამენტში სიტყვით პირველი გამოვიდოდა და საკუთარი პარტიის გეგმებზე ისაუბრებდა.