იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რატომ დატოვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმი ექიმმა ზურაბ ფაღავამ.
“რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია, შევეცდები გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს”, – თქვა რატი ბრეგაძემ.
კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ სააკაშვილისთვის შექმნილი კონსოლიუმი დღეს დატოვა. ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
მისი განცხადებით, კონსილიუმმა ერთხმად მიიღო რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.