ჩემი განცხადებები არ ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას – მელაშვილი საპატრიარქოს

“ჩემი განცხადებები არ ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას “- ასე პასუხობს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს  განცხადებას ივერი მელაშვილი. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რომელიმე განცხადების გაკეთებისას ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ უშლის საქმეს ხელს ურაპატრიოტული განცხადებების გაკეთება გარეჯზე, მათ შორის ბერების მხრიდან.

“საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში მე არ შევხებივარ არცერთ შემთხვევაში, უდიერად არ მომიხსენებია ზოგადად, ღმერთმა დამიფაროს, არც დედა ეკლესია არც საპატრიარქო, და მე უპირველეს ყოვლისა ვარ ქართველი, მართლმადიდებელი ვარ მთელი შეგრძნებით, მთელი გულით და სულით.

მე ვილაშქრებ რისი წინააღმდეგ – პროცესი თვითონ რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაციას და მათ შორის დავით გარეჯის ქედს გადაღმა, არსებული კელიები და ბერთუბნის მონასტერი, პროცესი, ეს არის ძალიან წყნარად, სკურპულოზულად,  მიზანდასახულად სამუშაო პროცესი. ეს არცერთ შემთხვევაში, ამ პროცესში ხელს არ უწყობს და ხელს უშლის რაღაც ურაპატრიოტული და მსგავსი უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელი განცხადებები. ეს არ ეპატიება არც იმ პოლიტიკოსებს, არც საზოგადოების სხვა მოღვაწეებს, ვინც დაუფიქრებლად და უპასუხისმგებლოდ, ურაპატრიოტული გრძნობით აკეთებენ ამ განცხადებებს მითუმეტეს არ ეპატიება ისეთ შემადგენელ ნაწილს, როგორიც არის ბერი, აი ამის მიმართ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი განცხადებები, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს გალაშქრებას დედა ეკლესიის წინააღმდეგ”, – თქვა ივერი მელაშვილმა.