„ჩვენ არა ერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი“.

ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ოლიგარქ  ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.