“ორი ყოფილი პრეზიდენტის შეხვედრა მიმაჩნია ძალიან მცირე, მაგრამ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად.
გიორგი მარგველაშვილის რიტორიკა არის ძალიან სწორი. ზუსტად ვიზიარებ იმ ფორმულირებას, რაზეც მან ისაუბრა.
მომწონს, რომ ზომიერება მის ყველა გზავნილში დაცულია, მაგრამ ასევე ზუსტად გრძნობს მწვავე რეალობას.
ჩემი სრული მხარდაჭერა მას, თუ ამ დიდ პროცესში მცირე გარღვევას მაინც მოიტანს”
ასე ეხმიანება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მარგველაშვილი-სააკაშვილის შეხვედრას.