“პარადოქსია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომლის იუსტიციის მინისტრი იყო ადეიშვილი, დღეს რატი ბრეგაძის მიმართ აქვს სიძულვილის კამპანია გაჩაღებული.
ერთ მხარეს არის კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და მაღალი კვალიფიკაცია, მეორე მხარეს კი დანაშაულებრივი სისტემა, პოლიციური სახელმწიფო და ადამიანის უფლებების გათელვა.
რატი ბრეგაძე, ყველა პოზიციაზე ყოფნის დროს, ემსახურებოდა საქართველოს, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროში და მე ეს, პირველ რიგში, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროებისგან ვიცი. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის დროს იუსტიციის სამინისტრო იყო გესტაპოს მსგავსი სადამსჯელო ორგანო.
სინამდვილეში, რაც მეტს ისაუბრებენ რატის მიმართ სიძულვილის ენით, მით უფრო გამოავლენენ საკუთარ რეალურ სახეს და მიზნებს.
ჩემი მხარდაჭერა, რატი ბრეგაძე”
წერს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი იუსტიციის მინისტრზე.