” ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო, რას მოდიხარ აქო”- მეუფე იაკობი

“ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო.”- ამის შესახებ  ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგების დროს განაცხადა.  როგორც მეუფე იაკობი აცხადებს ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა მისი ნათლული ეკლესიაში არ შეუშვა.

„არ შეიძლება რომ საქართველოში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირზე რაღაც არ ვთქვა. მხოლოდ მღვდლებზე ვამბობ ამას, ეპისკოპოსებს არ ეხებათ – მოინანიეთ!…ჩემი ნათლული მივიდა ერთ-ერთ ტაძარში და მოძღვარმა გააგდო. რას მოდიხარ აქო, შვილები გვყავს ჩვენ და ხომ შეიძლება გადაგვდოთ და შვილებს მივუტანოთო. თუ გეშინია, წადი თქვი რომ გეშინია და ნუ მოხვალ, ეგ უფრო ვაჟკაცობა არ არის? აბა ვის უნდა შენი მსახიობობა, რომ მოდიხარ თეატრი ხომ არ არის, წირვაა. ეს ერთი შემთხვევა ვთქვი და მიხვდება რომელიც არის, კარგად მიცნობს და მიხვდება. შეინანონ სანამ დროა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.