ჩემო მეგობარო, ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს – რურუა ელისაშვილს მიმართავს

“ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ივანიშვილს “- ასე პასუხობს მთავარი არხის დამფუძნებელი, გიორგი რურუა პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში ოპოზიციის გამო რჩება. გიორგი რურუას წერილი მის ფეიბქუგვერდზე გამოქვეყნდა:

“ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში,პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს.

მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს,დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას.
ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.
15 იანვარი 2021 წელი”-