“ჩემ გვერდით ბევრი ადამიანი, პოლიტიკოსი უბრალოდ ვერ დავინახე. მე ბევრი ადამიანი ჩამოვწერე, პოლიტიკური კატეგორიებით მსჯელობა როცა დავიწყე, დასკვნები გავაკეთე. ისეთი ადამიანები დავინახე თავით გადაშვებული ბრძოლაში, რომლებიც მიდიან ყველაფერზე შვილებისა და მომავალი თაობისთვის. ისეთი ადამიანებიც დავინახე, ვისაც ეკუთვნოდა და არ წამოვიდა. როცა გაიმარჯვებს ოპოზიცია, ალბათ პირველები იქნებიან, ვისაც მოუნდებათ მინისტრობა ან მინიტრის მოადგილეობა.

ხალხს ვერ ვხედავ, პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ ველზე. ვეღარც ტელევიზორში. დიახ, პოლიტიკური კლასი იცვლება. ნამდვილი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანები იკავებენ მათ ადგილს”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.