ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ეს ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის “უკრენერგოს” სპეციალისტების, მეცნიერებისა და ელექტრიკოსების ძალისხმევის წყალობით მოხერხდა.

ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმარონ ატომური ელექტროსადგურის დაცვაში.