ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ჩეხი მილიარდერი, საერთაშორისო საინვესტიციო–ფინანსური ჯგუფის,  PPF Group–ს მფლობელი, პეტრ კელნერი ალიასკის მთებში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას გარდაიცვალა. სულ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

“პეტრ კელნერი 56 წლის იყო. პროფესიულ ცხოვრებაში ის ცნობილი იყო არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობით და კრეატიულობით, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება მხოლოდ მის ოჯახს ეკუთვნოდა. მისი დაკრძალვა მხოლოდ ახლო ნათესავების მონაწილეობით შედგება“– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავიაკატასტროფა როგორც ირკვევა შაბათს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ორშაბათს დილით გახდა ცნობილი.

New York Times–ის ინფორმაციით ვერტმფრენი, რომლის ბორტზე კელნერი იმყოფებოდა, ჰელისკი–ექსკურსიაზე მიფრინავდა. ეს არის სამთხო სათხილამურო სპორტი, რომლის არსი დათოვლილ მთებზე თხილამურებით დაშვებაში მდგომარეობს. მთებზე ასავლელად კი ვერტმფრენებს იყენებენ.

კელნერთან ერთად დაიღუპნენ ვერტმფრენის პილოტი, ორი ადგილობრივი გიდი და ერთი ტურისტი, რომელიც ალიასკაზე ასევე ჩეხეთიდან ჩავიდა. ერთი ადამიანი გადარჩა. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბლურია.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ადგილობრივი მაშველების ინფორმაციით მათ შაბათს საღამოს 22 საათზე შეატყობინეს, რომ ვერტმფრენი ექსკურსიიდან აღარ დაბრუნდა.

კელნერი ჩეხეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. ჟურნალი Forbes მის ქონებას 17.4 მილიარდ დოლარად აფასებს.