ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ პიკი დროულად შეაჩეროს.
“პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. მთავრობა გადის გარკვეულ კონსულატაციებს შეზღუდვებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, იმისთვის, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს მის ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ხვალ გაიგებს.