ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში – ალტ-ინფო

პრორუსული მედია ალტ-ინფო აცხადებს, რომ მათი ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ პლატფორმის წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ ისაუბრა.

განყოფილებაში გადაიყვანეს: შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კოკა მორგოშია. მისივე ინფორმაციით, ყველა მათგანის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.

გაბრიჭიძის შეფასებით, ეს “ლიბერალური დეპრესიაა”.

დღეს, 16 ივლისს სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ძალადობრივი, პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.