ჩვენმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

“ჩვენმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა”- ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 სამთო მსროლელი პოლკის მეორე ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. ჩვენმა ნაწილებმა დასახმარებლად მიმავალი სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.