“ჩვენს პარტნიორებს არ უნდოდათ ამის გაგონება“– ზელენსკის პრესმდივანმა ბაიდენს უპასუხა

აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკი ყურადღებას არ აქცევდა მის გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრებოდა.

“ვიცი, ბევრი ვარაუდობდა, რომ მე შეიძლება ვაჭარბებდი, მაგრამ მე ვიცოდი, და ჩვენ გვქონდა დადასტურებული მონაცემები, რომ პუტინი საზღვრის გადაკვეთას აპირებდა. ეჭვი აღარ გვეპარებოდა. ზელენსკის ამის გაგონება არ უნდოდა, ისევე, როგორც ბევრ სხვას“– თქვა ბაიდენმა.

აშშ–ს პრეზიდენტის განცადებას ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა უპასუხა:

“ფრაზა “გაგონება არ უნდოდა“, ალბათ დაზუსტებას მოითხოვს. ამასთან, თუ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს მოუწოდებდა პრევენტული სანქციების პაკეტის მიღებას, რათა რუსეთი ეიძულებინათ ჯარი საზღვრიდან მოეშორებინა და სიტუაციის დეესკალაცია მომხდარიყო. აი, აქ უკვე იმის თქმა შეიძლება, რომ “ჩვენს პარტნიორებს არ უნდოდათ  ამის გაგონება“– თქვა ნიკიფოროვმა.