ჩვენს სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, მაუწყებლობა გაითიშა – პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მათ სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა.

“შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.

სავარაუდოდ კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა”,- აცხადებს პირველი არხი.