ჩვენ არ ვართ ავადმყოფურად მიბმული თანამდებობებს – წილოსანი წულუკიანზე

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი თეა წულუკიანის განცხადებას ეხმიანება და  ამბობს, რომ მმართელ პარტიაში თანამდებობებს “ავადმყოფურად მიბმულები” არ არიან.

“პასუხს ვაგებ ქართული ოცნების თითოეულ წევრზე, რომ არ არის მიჯაჭვული არანაირ თანამდებობას და არანაირ პირად ინტერესებს, ამიტომ თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, ვათვიცნობიერებთ იმას, რომ მანამ სანამ ჩვენ გვექნება ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ვიმუშავებთ მათი ინტერესების დასაცავად. როგორც კი ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ავადმყოფურად მიბმული ჩვენს პოზიციებს და თანამდებობებს”,– თქვა წილოსანმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ როცა ენმ–ს ხელისუფლებაში “დაბრუნების რისკები ნულთან ახლოს იქნება”, პოლიტიკაში საქმე აღარ ექნება.