“ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ, შევამოწმოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა”

თქვა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2 ოქტომბრის არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება.