ჩვენ ისევ ერთიანები ვართ. ეს არის ჩვენი მესიჯი პუტინისთვის –გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც დღეს გერმანიაში, ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტს მასიპნძლობს, ამბობს, რომ მოკავშირეების ერთიანობა ურყევია.

დღეს ის სამიტზე ჩასულ ბაიდენს შეხვდა, შეხვედრის ფოტო კი ტვიტერზე დადო ტექსტით:

“ჩვენ ვრჩებით ერთიანები, ვრჩებით ერთად. ეს ჩვენი მკაფიო სიგნალია პრეზიდენტ პუტინისთვის. მიხარია თქვენი ნახვა დიდი შვიდეულის სამიტზე, პრეზიდენტო ჯო ბაიდენ“.