ჩვენ მზად ვართ! – უკრაინა არ გამორიცხავს, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია და შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავენ, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია და შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. ასევე უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, უკრაინამ ბელარუსთან საზღვარი რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ გააძლიერა.

  • „არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთის ფედერაციამ, რაიმე მომენტში, ბელარუსის ტერიტორია, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.