ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის – დანილოვი

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის”- განაცხადა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინულმა მედიცინამ ამ კუთხით “გარკვეული ტრენინგი უკვე გაიარა”.

“თქვენ იცით, რომ მიუხედავად ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზოგადი აკრძალვისა, ისინი მას იყენებდნენ სირიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. – განაცხადა დანილოვმა.