ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე – ბოკერია ყაველაშვილს

ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის შემდეგაც, უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მათი მიმართულებით თქვა, რომ ისინი ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც “ომის დროს გარბოდნენ”.

მას გიგა ბოკერიამ ასე უპასუხა: “ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე”.

“ევროპულმა საქართველომ” დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც კითხვა- პასუხისა და დაზუსტებების პროცედურა დასრულდა.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის დროს ქვეყნიდან გაქცევაში პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაადანაშაულა.

„თქვენი ნამართი კრიზისი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი – რომელზე, ქვეყნის დასატოვებლად“,- მიმართა ეკონომიკის მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.