“ეჭვი მეპარება, რომ 15 მაისს აქცია ჩატარდეს, მართალი გითხრათ. აქციის მიზანი იყო იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ვითხოვდით, შესაბამისად, ჩვენ, ვინც ხელი მოვაწერთ [დოკუმენტს] ამ 5 პუნქტით ვიღებთ ვალდებულებას, რომ ეს შესრულდება. რასაც ვითხოვდით, მაქსიმალური კომპრომისის გზით იქნა მიღწეული.

პირადად ჩემთვის 15 მაისის აქცია აზრსმოკლებულია, რა უნდა მოვითხოვოთ? რასაც ვითხოვდით, ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ მიგვიღია. ყველაფრის შესრულება იქნებოდა, რომ პირდაპირ ჩაწერილიყო, ოქტომბერში იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ თავიდანვე ვთანხმდებოდით, რომ კომპრომისული ვარიანტი უნდა ყოფილიყო”.

 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს.