ჩხეიძე, ჩოჩელი, ხაბულიანი – ენმ-ს ბლოკმა მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის ბლოკმა მაჟორიტარობის 5 ახალი კანდიდატი წარადგინა.

  1.  მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
  2.  დილარ ხაბულიანი – რაჭა-ლეჩხუმ სვანეთი;
  3. ნატო ჩხეიძე – ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი;
  4. კახა ოქრიაშვილი – ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა;
  5. ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი დღეს შექმნა. ბლოკში  5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ევროპული დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება და სახელმწიფო ხალხისთვის.

ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშიას” სახელით იბრძოლებს.