ჩხოროწყუ გახდა ქვეყნის პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.
დღეს თავმჯდომარედ დეპუტატებმა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია აირჩიეს.
კენჭისყრაში 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. შოთა წურწუმიამ საკრებულოს 14 წევრის მხარდაჭერა მიიღო, ერთ ბიულეტენი გაბათილდა. თავმჯდომარედ ასარჩევად 14 ხმა იყო საჭირო.
ჩხოროწყუს საკრებულოში ქართული ოცნება 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 7 დეპუტატი ჰყავს, პარტია საქართველოსთვის – 7, ხოლო ლელოს – 1.