ცენტრალური მაგისტრალიდან 300მეტრში – ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

აოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბერს, ცენტრალური მაგისტრალიდან 300 მეტრში დაიწყეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენიც, რომლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.