ცერცვაძე: საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია, ფაქტობრივად, არჩევანი არ გვაქვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ახლა ყველაზე კრიტიკული დღეებია.

მისი თქმით, მოსახლეობას, ფაქტობრივად, არჩევანი არ აქვს, მან უნდა დაიცვას დაწესებული შეზღუდვები, რომ მესამე ტალღას გადაურჩეს.

“მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის ქვეყნებიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება: მათ შორის კლინიკური სექტორის გადაძაბვა, ავადმყოფების და გარდაცვლილების რიცხვის ზრდა, ახალი შეზღუდვები, რასაც ქვეყანა და ეკონომიკა მძიმედ გადაიტანს”,– ამბობს ცერცვაძე რუსთავი 2–თან საუბრისას.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “ფაქტობრივად, არჩევანი არ გვაქვს – ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციის პუნქტებს…ჩვენ გადავრჩებით მესამე ტალღას”.