ცესკომ საარჩევნო უბნების გასანათებლად 15 000 სანთელი შეიძინა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერით 15 000 სანთელი 3 135 ლარად შეიძინა.

ფლანგვის დეტექტორს ცესკოში უთხრეს, რომ სანთლების შეძენის მიზანი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე 2017-2020 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 245 806 400 ლარი გამოიყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013-2019 წლებში თანამდებობაზე ყოფნის 63 თვის განმავლობაში 47 თვე თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემია/დანამატს იღებდა.