ცესკო უარყოფს, რომ სამსახურში დაკავებული პოზიცია 7-მა თანამშრომელმა დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს, რომ სამსახურში დაკავებული პოზიცია 7-მა თანამშრომელმა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს – თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივანე ბურდულმა, რომელიც საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო და 5 ოლქში კოორდინატორად მუშაობდა თანამდებობა თანამდებობა არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო დღეს, 6 ნოემბერს დატოვა.