“ძალიან მაწუხებს ნაადრევი ზარები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგანაც ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკის დასარულს. ეს შეცდომა უკვე ჩავიდიეთ სამჯერ – საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ჩვენ ვერ გავიმეორებთ ამ შეცდომას. ჩვენ მივუახლოვდით ნიშნულს, როდესაც სანქციები ზიანს აყენებს ჩვენს მხარეს. თავიდან სანქციები მძიმე იყო მხოლოდ რუსეთისთვის, მაგრამ ახლა მივუახლოვდით მომენტს, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და კითხვა მდგომარეობს იმაში, რამდენი ტკივილის ატანა შეგვიძლია. ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. უფრო და უფრო რთული ხდება ინფლაციისა და ენერგომატარებლების ფასის გამო”

აცხადებს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი.