ცვლილების დროა – გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე

“ცვლილებების დროა” – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას.

“მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.