ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი – მიხეილ სააკაშვილი

“ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი “- წერია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  წერილში, რომელიც ბათუმში მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, გიორგი კირთაძემ წაიკითხა.

“მივესალმები გამარჯვებულ ბათუმს. მოგესალმებით კოალიციურ ერთობას. ახლა, საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში უკანდასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდა. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცით. ახლა, ეს ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია. ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი თვითმყოფადი დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი. ახლა, მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო აქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისინი უნდა გავხსნათ. აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს რომ ისევ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში. ბრძოლის დროშა, რომელიც ბათუმშია ხლა ამღლა ფრიალებს, არასდროს არ უნდა დაეშვას. “- წერია წერილში.