ციხეშია მთელი საქართველო, ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ადმინისტრატორის გარდა – სააკაშვილი

ციხეშია მთელი საქართველო, ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა, ადმინისტრატორის გარდა – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება.

“საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში.

ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის.

2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ციხის ადმინისტრატორის გარდა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.