ციხეში დაჭერა არავისი არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან – მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

“მე ციხეში დაჭერა არავისი არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან” – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნიკა მელიას უარს გირაოს გადახდის შესახებ. მისი განცხადებით,  ოპოზიცია “ჯახირობს”  ხალხის ქუჩაში გამოყვანას მაინც ვერ შეძლებს.

“მე საერთოდ ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია. ჩატარდა არჩევნები იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ეგენი გამოგვერჩია, სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ. ამაზე მოვა დრო და ყველას პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გაქვს, არაფერი არ გვაქვს და მტრობაა, ქვეყნის მტრობაა, რაც ხდება. ეკლესიაზე ეს რაც ხდება, რომელი პარტიული ტელევიზიები გვიტევენ ხოლმე, ხომ კარგად იცით?! რას გავს! ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენს გარეშე რას გააკეთებთ. რომელიმეს ავტორიტეტი აქვს თუ რა აქვს?! ხალხს უყვართ თუ რა?! მე ციხეში დაჭერა არავის არ მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან… მსოფლიოში პოლიტიკოსებს ბევრს ვიცნობ, ამათ პოლიტიკოსობის ვერ ვატყობ, თუნდაც ოპოზიციას”, – თქვა მეუფე იაკობმა.