ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან “ივანიშვილის მმართველობის პატიმრის”, ნიკა მელიას სიტყვები გადასცეს.

“არ ვიცი, რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ ჩემმა მშობლებმა ბევრი რამ მასწავლეს, შეიძლება იმიტომ, რომ მახსოვს ანჟეი ვაიდას ფილმში ნათქვამი სიტყვები მეგობრების და მსხვერპლების შესახებ და მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ცხოვრებაში ვირჩევთ, მაგრამ დღეს, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ (რომელიც, თავის მხრივ, მხარეს უჭერს თბილისში თავისუფლებისთვის ბრძოლას, სეიმის თავმჯდომარესთან ერთად), მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები პირდაპირ თბილისის ციხიდან. ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები, რომელიც მისმა წარმომადგენელმა გადმომცა.

ნიკამ მომცა უფლება, მისი სიტყვები გამომექვეყნებინა და გამეზიარებინა ლიეტუვაში საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის. ის გულწრფელად გიხდით მადლობას დღეს. მადლობა პირადად ჩემგან ყველას, ვინც მხარს უჭერს თავისუფლებასა და დემოკრატიას, ასევე სეიმების თავმჯდომარეს, ყველას, ვინც არ უღალატა თავისუფლებას. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. იმედია, პრეზიდენტი წაიკითხავს ამ სიტყვებს და დაფიქრდება მაინც.

“ძვირფასო ჟიგის, ნიკამ ახლა დარეკა ციხიდან და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა მისი შეუფასებელი მადლიერება იმისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. თქვენ რომ არა, ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ასეთი მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას”. – წერს პავილიონისი Facebook–ზე.