ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს – ბორის ჯონსონი

საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს – ამის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს. ძალიან, ძალიან საშიში, რთული სიტუაციაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკან დაიხიოს.

გაერთიანებული სამეფო როგორც მოგეხსენებათ, წამყვან როლს ასრულებს ჩვენი მოკავშირეების გაერთიანებაში, იმისთვის, რომ არსებობდეს სანქციების მკაცრი პაკეტი. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი იყოს ერთიანი ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.