“ძალადობა პოლიტიკურ ინსტრუმენტადაა ქცეული” – პაპუაშვილმა დაცვის სამსახურებს მადლობა გადაუხადა

“ძალადობა პოლიტიკურ ინსტრუმენტადაა ქცეული” – პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრებსა და მანდატურის სამსახურს მადლობა გადაუხადა შენობაში უსაფრთხოების დაცვისთვის.

“ყველას მოგიწოდებთ, ცოტა გარედან შევხედოთ ხოლმე მათ შორის საკუთარ თავს, რაც ხდებოდა, მაგიდების აყირავება ნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობა ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ. თქვენი მხრიდანაც ვნახეთ ქალბატონო სალომე [სამადაშვილი], დღესაც არის სპეციალური რეჟიმი, გთხოვთ პატივი ვცეთ ამას, არავის არ სიამოვნებს როდესაც გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმი არის, მაგრამ როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, რა თქმა უნდა, აქ საჭირო არის დაცვა უსაფრთხოების”, – თქვა პაპუაშვილმა.