“ჩემი აზრით, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ოპოზიციამ. რა პრობლემები იყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ეგ სხვა თემაა,  მაგრამ ჩვენც ოპოზიციურმა პარტიებმაც ბევრ რამეში დავუშვით შეცდომა და ჩვენ ამაზე გვჭირდება, თვითრეფლექსია, თვითკრიტიკა, ღია საუბრები, სად იყო შეცდომები დაშვებული. ახლაც არ ვართ ასე თანმიმდევრული რომ ამომრჩეველი შემოტრიალდეს ჩვენსკენ. მთელი წელი დავკარგეთ შარშანდელი, შესვლა არ შესვლაზე, გაგონება არ უნდოდათ ჩვენი ჩვენს ამომრჩევლებს. სუსტად გამოვიყურებით პარლამენტში და მე არ მგონია, რომ ამ საკითხზე საუბარი პრობლემა იყოს. ოპოზიციის ფლანგის ნახევარი (პარლამენტში) არის ცარიელი და ქართული ოცნება ამით სარგებლობს, არის კომფორტის ზონაში, რადგან ცარიელ სკამებს ესაუბრება, ასე ურჩევნია რადგან ჩვენთან საუბრისას ძალიან გაუჭირდება ოპონირება, წარსულზე საუბრისას მაგალითად. ამ კომფორტიდან უნდა გამოვიყვანოთ ”ქართული ოცნება”. ნებისმიერ საკითხს სჭირდება წინააღმდეგობა, როცა ამბობენ რომ უმრავლესობაში არიან და მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას, კი, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი დაინახავს პროცესს თუ რა ბრძოლაშია ოპოზიცია და რა გადაწყვეტილებებს იღებს. 

ამის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ, TV კავკასიის ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ისაუბრა.