“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში, გარემონტებულ ციხეში, სხვათაშორის, ეს არის სააკაშვილის ბედი…

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და მიწაზე იფორთხიალა, თქვენ გახსოვთ მერე ცნობილი კადრები უკრაინაში, როგორ ათრიეს თმებით, ასე რომ ნებისმიერი მისი ეს რაღაც სულელური პროვოკაცია მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩვენში, თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 8 წელი გავიდა, 9 წელი გავიდა, რატომ ვერ ჩამოდის, როგორ ფიქრობთ? იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარია, მშიშარა კაცია”

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.