“ძალიან კარგი უქნიათ თუ არ შეუშვეს” – კალაძე სააკაშვილთან ფოტიგას არშეშვებაზე

“ვინ არ შეუშვეს? ….ძალიან კარგი უქნიათ თუ არ შეუშვეს” – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტარმა twitter-ზე თავად გაავრცელა.

  • “უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულია. მე შევხვდი მის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარს, გიორგი ჩალაძეს, რათა უშუალოდ გამეგო მისი მდგომარეობა. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და გადაწყვეტილებით.” -დაწერა ფოტიგამ ტვიტერზე