“ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მისი შიდა, საზოგადოებრივი გავრცელება არ იღებდეს იმ ფორმასა და სისწრაფეს, რომელიც დღეს აქვს.

უნდა გავიმეოროთ – პირბადის ტარება, ვაქცინაციის, განსაკუთრებით მე-3 დოზის გააქტიურება, რადგან ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ მე-3 დოზის გააქტიურების შემთხვევაში 50%-დან 68%-მდე იზრდება ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე ადამიანს ეძლევა გარანტია, რომ ომიკრონის განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხდება”

ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რუსთავი 2-თან საუბრისას.